იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ საოცარი საჯარიმო დარტყმით არათუ მხოლოდ ფეხბურთის ქომაგები მოხიბლა, არამედ გუნდის პრეზიდენტიც აღაფრთოვანა.
როგორც ცნობილია, ლაურენტისი კვარას ულამაზესი გოლით მოიხიბლა და კიდევ ერთელ დარმწუნდა თუ რამხელა ძალაა მისი გუნდისთვის.
ზაფხულში ოსიმენი ნაპოლიდან მიდის და ლაურენტისი აპირებს კვარაცხელიას გარშემო გუნდის აწყობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაურენტისი კვარაცხელიას უახლოეს პერიოდში გაუხანგრძლივებს კონტრაქტს და საჩუქარს გაუკეთებს. ეს საჩუქარი კი კონტრაქტში ჩაწერილი ბონუსი იქნება.
მაგალითად რომ ავიღოთ, გარკვეულ მატჩებში გოლის სანაცვლოდ კვარა დამატებით ანაზღაურებას მიირებს გუნდისგან.
მსგავსი კონტრაქტი უკვე აქვს ვიქტორ ოსიმენს.
Post Views: 1,302