მომღერალი ნუცა ბუზალაძე გადაცემა „შუადღე“-ს სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, როგორი ბიჭები მოსწონს ნუცას და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რაზეც მან უპასუხა:
„ჩემნაირი ხასიათის ადამიანები არ მომწონს, რაც უფრო წყნარი და ჩუმია, მით უფრო მეტად მომწონს ადამიანი.
რომ გითხრათ ახლა მთავარი სიყვარული მოვიდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი.. ჯერჯერობით, არ მოსულა, მაგრამ მიმდინარეობს პროცესი. მოვა თუ არა წელიწადის ბოლოს გეტყვით. ახლა ვარ დაკვირვების პროცესში“, – აცხადებს ნუცა.
Post Views: 2,362