გავლენიანი საფეხბურთო ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას შესხაებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
“სანდო ინფორმაციას ვფლობ რომ კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამ ყველაფერს ის დამოკიდებულებაც ამძიმებს, რომ კვარაცხელია გუნდის მესვეურებისგან უსამართლობას გრძნობს.
როგორ შეიძლება 2 მილიონიც არ გქონდეს წელიწადში სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს და შენზე მეტი ანაზღაურება ყველა თანაგუნდელს ჰქონდეს ?
კვარასთვის ბოლო შეთავაზება ასეთია, ხელშეკრულების გახამგრძლივება 2029 წლამდე და ხელფასი 4 მილიონი ევროს სახით.
თუმცა აქ თანხის რაოდენობაზე საუბარი აღარაა, საუბარი პიროვნულ წყენაზეა’ – ამბობს სკირა.
Post Views: 5,783