პოპულარული ნეაპოლური გამოცემა AreaNapoli.it ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, წერს და ამბობს რომ თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, ხვიჩა მომავალ სეზონში კვლავ “ნაპოლის” რიგებში იასპარეზებს.
“მსოფლიოს გრანდების მხრიდან ინტერესის გამოხატვა და შეთავაზება ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ დროისთვის ნეაპოლში ყველაფერი გადაწყვეტილია და გუნდის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებს.
თუ რაიმე სენსაციური სიახლე არ გავრცელდა, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ისევ “ლურჯებთან” იქნება დაკავშირებული” – წერს გამოცემა.
Post Views: 11,491