ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ლეჩეს” წინააღმდეგ ნაპოლის რიგებში ყველაზე აქტიური იყო.
მის თამაშს იტალიური მედია დადებითად აფასებს და წერენ რომ მარტო ცდილობდა თამაშის გამწვავებას.
CalcioNapoli1926 – “რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. მას რთული დავალება ჰქონდა”
Tuttomercatoweb – “ბევრი მომენტი ქართველის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეიქმნა. ნაპოლის შემტევებში საუკეთესო იყო”
Sport.virgilio – “მთელი თამაში ცდილობდა მისი თანაგუნდელების შეცდომების გამოსწორებას.” – წერენ გამოცემები.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატი 17 გოლს+საგოლე გადაცემით დაასრულა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
მიუხედავად ნაპოლის ცუდი სეზონისა, ხვიჩა ერთადერთი იყო ვინც მთელი წლის მანძილზე ანათებდა.
Post Views: 1,527