Corriere dello Sport წერს, რომ თუ ანტონიო კონტე ნაპოლის პრეზიდენტს მის სატრანსფერო გეგმებზე უკვე გაესაუბრა.
“კონტეს სურს რომ ნაპოლი ამბიციური გუნდი იყოს. მან პრეზიდენტს და სპორტულ დირექტორს უკვე აუხსნა თუ რა ტრანსფერებია გასაკეთებელი.
კონტემ ასევე დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც აუცილებლები არიან, რათა გუნდი მე-10 ადგილიდან მომდევნო სეზონში ბრწყინვალებას დაუბრუნდეს.
კონტესთვის ხელშეუხებელი ხვიჩა კვარაცხელიაა და მნიშვნელოვან ფეხბურთელებში ყველაზე მაღლა აყენებს” – წერს გამოცემა.
Post Views: 2,134