იტალიელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, “პსჟ”-მ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლის 100 მილიონი ევრო შესთავაზა.
ეს პირველი ოფიციალური წინადადებაა, რომელიც ჭორი არ არის და შეთავაზება რეალურად მოხდა.
ახლა ყველაფერი ნაპოლის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული, გაყიდიან თუ არა ხვიჩას.
ნაპოლის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს რომ ხელშეუხებელი არავინაა და დიდი თანხის სანაცვლოდ მზად იქნება გუნდის ნებისმიერი ვარსკვლავი გაყიდოს.
Post Views: 3,324