შოთა არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ხვიჩას კლასი აქვს, ძლიერია და ძალიან სრულყოფილია. ორივე ფეხით კარგად თამაშობს და განსაკუთრებით გამოსარჩევი ისაა, რომ როგორც პატარა, ისე დიდ სივრცეებში კარგია.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ მინდორზე მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორია. არასწორი არჩევანი არ მახსოვს, თამაშს კარგად კითხულობს. ის კილერია, ბურთთან მიდის და „კლავს“. – ამბობს ხვიჩაზე არველაძე
Post Views: 1,494