იტალიური გამოცემა Gazzetta Sport dello წერს, რომ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის ერთგულებისთვის გუნდმა დამატებით ბონუსი გადაუხადოს.
ამას იმ შემთხვვევაში გააკეთებენ, თუ ხვიჩა პსჟ-ში გადასვლაზე უარს იტყვის და ნაპოლის რიგებში კიდევ ერთი წლით დარჩება.
აურელიო დე ლაურენტისის მიზანი კვარას 1 წლით შენარჩუნება და ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა იქნება.
რომელიმე გრანდს კვარაცხელიას გამოსყიდვა 2025 წლისთვის შეეძლება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს რომ ხვიჩას 1 წლით შეინარჩუნებენ.
როგორც ცნობილია ლაურენტისი ხვიცას 4 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს სთავაზობს. კვარას აგენტს, მამუკა ჯუღელს კი 5 მილიონი ევრო და ბონუსების მიღება სურს ხვიჩასთვის.
დიდია ალბათობა, ნაპოლის ბოსი დათმობაზე წავიდეს და კვარაცხელიას შენარჩუნებისთვის 5 მილიონი ევროც გამოყოს ხელფასის სახით.