ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გააკეთა, რომ გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო კლუბს არ დატოვებს.
ანტონიო კონტე დი ლორენცოს სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს.
იტალიის ნაკრების განაპირა მცველი კვლავ ნაპოლის ღირსებას დაიცავს მომდევნო სეზონში.
ვიქტორ ოსიმენის შესახებ გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
რომანო იუწყება, რომ ლონდონის “ჩელსი” ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე აღარ მუშაობს და ნიგერიელი ფორვარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა რომ ოსიმენის ყიდვა პსჟ-ს და ჩელსის სურდათ, თუმცა ამ ეტაპზე ორივე გრანდმა იუარა ნაპოლის ვარსკვლავის შეძენა.
ოსიმენის მომავალს საუდის არაბეთის ჩემპიონატსაც უკავშირებენ. ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.
ოსიმენი ნაპოლიში არ დარჩება და კლუბს ზაფხულში დატოვებს.
ნაპოლის ასევე ოფიციალურად ტოვებს პიოტრ ზელინსკიც.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ფრანგული გამოცემების მიხედვით კვარამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ორივე მხარის სურვილის მიუხედავად, ნაპოლის პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით არ ყიდის ხვიჩას და სურს რომ ქართველი კვლავ მათ რიგებში დარჩეს მინიმუმ 1 წლით მაინც.
ასევე იწერება ინფორმაცია, რომ ხვიჩა დარჩენაში დაარწმუნა ანტონიო კონტემ და ქართველ ვარსკვლავს თავისი გუნდის ლიდერად ხედავს.