ფრანგული გამოცემების თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მონაკოში პსჟ-ს წარმოამდგენლებს შეხვდა და ფრანგულმა გრანდმა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის თანხა 120 მილიონ ევრომდე გაზარდა.
როგორც ჩანს, პსჟ ლაურენტისის მოთხოვნას აკმაყოფილებს და კვარაცხელიას სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მიიღებს.
დიდი ალბათობით, ნაპოლის პრეზიდენტი ამ თანხაზე უარს აღარ იტყვის და ნებას დართავს კვარაცხელიას პსჟ-ში გადავიდეს.
თავად ფრანგული გრანდი კი კვარაცხელიას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით.
Post Views: 7,046