იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport წერს, რომ კვარაცხელიას პსჟ ვერ იყიდის.
ნაპოლიში ანტონიო კონტე დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და კვარაცხელიას არანირი თანხის სანაცვლოდ არ გაუშვებს გუნდიდან.
იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას გუნდის ლიდერად ხედავს და ოსიმენის წასვლის შემდეგ კვარაცხელიას გარშემო აპირებს ნაპოლი გუნდის აწყობას.
ასევე La Repubblica-ს ჟურნალისტი, ანტონიო კორბო ადასტურებს, რომ კვარაცხელია არსად წავა და გაუმჯობესებული ხელფასით გუნდში დარჩება.
გულშემატკირვების დიდი ნაწილი თვლის რომ პსჟ-ში მხოლოდ ხელფასი ექნება კვარაცხელიას დიდი და იტალიის ჩემპიონატი გაცილებით ჯობია საფრანგეთისას.
Post Views: 2,151