ანტონიო კონტე უკვე ნეაპოლშია და სულ მალე გუნდი მას ოფიციალურად წარადგენს მთავარ მწვრთნელად.
როგორც ცნობილია, აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს ტრანსფერებისთვის 250 მილიონი ევრო გამოუყო.
ეს თანხა კი გუნდს მაშინ ექნება, როდესაც ამ ზაფხულში ვიქტორ ოსიმენს გაყიდიან.
კონტე თუ კვარაცხელიას შეინარჩუნებს, მის გარშემო აპირებს გუნდის მშენებლობას.
250 მილიონი ევრო საშუალებას მისცემს კონტეს რამდნიმე მაღალი დონის ვარსკვლავი მოიყვანოს გუნდში.
იტალიელი სპეციალისტის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტთან ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იყო.
ნაპოლი ხვიჩას 5 მილიონ ევროზე მეტს ჰპირდება ანაზღაურების სახით, ხოლო პსჟ კი 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
Post Views: 1,506