იტალიური მედიიის ინფორმაციით, ნაპოლი აქტიურად მუშაობს ფედერიკო კიეზასა და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერებზე.
როგორც ცნობილია, “იუვენტუსი” კიეზას გაშვებას გეგმავს, რითიც ნაპოლი სარგებლობს და იტალიის ნაკრების შემტევის დამატებას ცდილობს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად ნაპოლი რომელუ ლუკაკუს ყიდვას ცდილობს, რომელიც ამჟამად ჩელსის საკუთრებაა.
თავდაპირველად კიეზა კვარაცხელიას შემცვლელად განიხილებოდა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ხვიჩა გუნდს დატოვებდა.
კიეზა უნივერსალური შემტევია და რამდენიმე პოზიციაზე თავისუფლად შეუძლია თამაში.
Post Views: 11,465