უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციით, “პსჟ”-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას პირადად ესაუბრა.
ამის შესახებ ინფორმაციას L’equipe ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ ფრანგულ გუნდში თამაში თავად ხვიჩა კვარაცხელიასაც სურს.
“პსჟ” დანებებას არ აპირებს და კვარაცხელიას ყიდვისთვის ყველაფერს აკეთებს.
თავის მხრივ ნაპოლი ქართველის გაშვებას არ აპირებს. გუნდში ანტონიო კონტე დაინიშნა, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელმძღვანელების მიმართ კვარაცხელიას შენარჩუნება იყო.
ბოლო ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის. გამოსასყიდ თანხას კი ხელშეკრულებაში 150 მილიონ ევროს მიუთითებს.
Post Views: 1,869