ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა SportItalia-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე საუბრობს.
“კვარაცხელიას ნაპოლისთან ხელშეკრულება აკავშირებს, თუმცა ის არ განახლებულა. მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა ამჟამად 40%-ია“ – ამბობს ჟურნალისტი.
შგეახსენებთ, რომ პსჟ აქტიურად ცდილობს კვარაცხელიას შეძენას, თუმცა ნაპოლი ქართველი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს.
ბოლო ინფორმაციით, ნაპოლიმ კვარას სანაცვლოდ შემოთავაზებული 110 მილიონი ევრო დაბლოკა.
Post Views: 712