ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს კვარაცხელიასთვის ვინ გაწვრთნის, რადგან ქართველს უკვე ვარსკვლავის სტატუსი აქვს.
“კვარაცხელია ტოპ მოთამაშეა და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი მწვრთნელი. ხვიჩამ უკვე გადალახა ის პერიოდი, როდესაც მწვრთნელის გულის მოგება სჭირდებოდა.” – ამბობს მოსკოვის “ლოკომოტივის” დამრიგებელი.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში ოფიციალურად დაინიშნა ანტონიო კონტე, რომლის მთავარი მიზანიც ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა.
Post Views: 3,057





