ვარსკვლავური დუეტი ნაპოლიში არ დაიშლება ? ოსიმენის ყიდვა არავის სურს – ნახეთ რას წერს იტალიური გამოცემა

ვარსკვლავური დუეტი ნაპოლიში არ დაიშლება ? ოსიმენის ყიდვა არავის სურს – ნახეთ რას წერს იტალიური გამოცემა

Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ შესაძლოა ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიში დარჩეს.

“ამჟამად არავის სურს რომ ოსიმენის ნაცვლად ამხელა თანხა გადაიხადოს. თავად ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მას მხოლოდ პსჟ-ში და საუდის არაბეთში თამაში შეუძლია.

ანტონიო კონტე მასთან სიამოვნებით იმუშავებდა და ოსიმენს ჩვეულ დონეზეც დააბრუნებს.” – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა. აღნიშნულ თანხას კი გრანდები არ იხდიან.

ოსიმენს ინგლისში სურს თამაში, თუმცა არც არსენალი და არც ჩელსი ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.

ასე რომ, დიდია ალბათობა ოსიმენი კვლავ ნაპოლიში დარჩეს.

Leave a Comment