პრესტიჟული ფრანგული გამოცემა L’Equipe ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პსჟ-ს დიდი სურვილის მიუხედავად, ქართველი ვარსკვლავი კარიერას დიდი ალბათობით ნაპოლიში გააგრძელებს.
“პსჟ-ს პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში ერთი წლით დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კლუბის დატოვებასთან.
პსჟ ხშირად არ ნებდება და ჯიუტდება, თუმცა ამ ეტაპზე ინტერესებმა მკვეთრად დაიკლო” – წერს გამოცემა.
90%-ით ხვიჩა კვარაცხელია კარიერას კვლავ ნაპოლიში გააგრძელებს.
Post Views: 2,325