იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო კიდევ ერთხელ იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ სურს.
რომანო სოციალურ ქსელში წერს, პსჟ-ს და პრემიერლიგის კლუბების ინტერესის მიუხედავად, იტალიური კლუბი კვარას შენარჩუნებას ცდილობს და მასთან კონტრაქტის განახლება, რაც შეიძლება მალე უნდა.
დიდი ალბათობით, კვარაცხელია მომდევნო სეზონსაც ნაპოლიში გაატარებს.
Post Views: 2,720