ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
“პსჟ-ს სპორტული დირექტორი დარწმუნდა რომ არჩევანი არა ქვს. ზაფხულში ხვიჩას შეძენას ვეღარ შეძლებს.
მას ხვიჩა კვარაცხელიასთან აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადასულიყო.
ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ და მისი წლიური ანაზღაურება 7.5 მილიონი ევრო იქნებოდა. როგორც ცნობილია, კვარას აგენტმა საბოლოო სიტყვა ნაპოლის პრეზიდენტს მიანდო, რომელსაც ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
საბოლოოდ ფეხბურთელი და ნაპოლი შეთანხმდნენ რომ ხვიჩა იტალიურ გუნდში 1 წლით ისევ დარჩება და მისი კონტრაქტი გაუმჯობესდება” – წერს გამოცემა.
ცნობილია, რომ ანტონიო კონტემ მოახერხა კვარაცხელიას დაყოლიება, რადგან იტალიელ სპეციალისტს ნაპოლიში დიდი გეგმები აქვს. ხვიჩა კონტეს ნაპოლის მთავარი ფიგურა იქნება.