იტალიური გამოცემის Il Mattino-ს ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა რომ პარიზში გაფრინდეს და „პსჟ-ს“ პრეზიდენტ ნასერ ელ ხელაიფის ოსიმენის 120 მილიონად გამოსყიდვა იმ დათქმით შესთავაზოს, რომ მომავალი წლის ზაფხულში კვარაცხელიასაც მიჰყიდის.
ლაურენტისს სურს რომ ჯერ ოსიმენი მიჰყიდოს “პსჟ”-ს, შემდეგ კი ხვიჩაც გადავიდეს პარიზულ გრანდში. ნაპოლის ბოსის სურვილია რომ კვარა მინიმუმ 1 წლით მაინც შეინარჩუნოს.
ხვიჩას ტრანსფერის დაპირებით, ლაურენტისი ცდილობს “პსჟ”-ს ჯერ ოსიმენი მიჰყიდოს.
ნიგერიელი ფორვარდის შეძენა ამ ეტაპზე ინგლისურ გრანდებს აღარ სურთ და შესაბამისად ვიქტორის კონტრაქტიც ნაპოლის ხელს უშლის ახალი ფეხბურთელების მოყვანაში.
ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა “პსჟ”-ს მფლობელი ამ წინადადებას.
Post Views: 3,484