იტალიური მედია ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს სატრანსფერო გეგმებზე წერს.
ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთა მოყვანაც კონტეს სურს.
ესენი არიან : მარიო ჰერმოსო, ბონჯორნო, ვანდერსონი, მუსა, დორგუ, გიოკერესი და ლუკაკუ.
ამ სიიდან ყველაზე მეტად ნაპოლი ბონჯორნოს და ლუკაკუს ტრანსფერბზე აქტიურობს.
ორივე მათგანი მაღალი დონის ფეხბურთელია.
ბონჯორნო იტალიის ნაკრების მცველია და ბრწინვალე სეზონი გამოუვიდა ტორინოში, ხოლო ლუკაკუ ჩელსის საკუთრებაა, რომელმაც გასული სეზონი რომაში გაატარა.
ასევე იწერება, რომ ნაპოლი იუვენტუსიდან ფედერიკო კიეზას ტრანსფერზეც მუშაობს.
Post Views: 3,278