იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ნაპოლის ხელმძღვანელებმა “პსჟ”-ს წარმომადგენლები კვლავ უარით გაისტუმრეს და განუცხადეს რომ კვარაცხელიას არ გაყიდიან.
როგორც ცნობილია, ნაპოლი არანნაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევა ქართველ ვარსკვლლავს.
ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე კვარაცხელია გუნდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და წლიური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან დაახლოებით 5.5 მილიონ ევრომდე გაეზრდება.
Post Views: 1,832