შოთა არველაძე “იუთუბზე” გადაცემა “ორშაბათობას” სტუმრობდა, სადაც ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.
“მოურინიოს ხვიჩაზე ვკითხე. ვუთხარი შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა მეთქი.
მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარო.
ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას ლოყებზე მოფერება არ დაუწყე მეთქი” – ამბობს არველაძე.
Post Views: 8,910