ხვიჩა კვარაცხელიამ “უეფას” ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ეროვნულ ნაკრებში საუკეთესოობაზე და გუნდის თილისმის სტატუსზე შემდეგი კომენტარი გააკეთა.
“ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, რომა ჩემს შრომას აფასებენ. ჩვენს ქვეყნაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს იყოს გუნდი და ამ შემთხვევაში ინდივიდუალური წარმატება ნაკლებაადაა მნიშვნელოვანი.
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაუვიწყარი იქნება. ეს მომენტი მთელი ცხოვრება გვემახსოვრება” – ამბობს კვარაცხელია.
ხვიჩამ ასევე თქვა, რომ 18 ივნისს ერთიან საქართველოს ვიხილავთ და გამარჯვებას შეეცდებიან.
Post Views: 4,935