იტალიელი ჟურნალისტი და ექსპერტი – “ჩავი სიმონსი კვარაცხელიაზე ბევრად ძლიერია”

იტალიელი ჟურნალისტი და ექსპერტი – “ჩავი სიმონსი კვარაცხელიაზე ბევრად ძლიერია”

ცნობილმა იატლიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ განაცხადა, რომ ჩავი სიმონსი კვარაცხელიაზე ბევრად ძლიერი ფეხბურთელია.

“ჩავი სიმონსს ყველაფერი აქვს და უნიკალური ტალანტია. ვნახოთ სად გააგრძელებს კარიერას. პსჟ? წავიკითხე, რომ პსჟ მზად იყო, ხვიჩა კვარაცხელიაში 100 მილიონი ევრო გადაეხადა.

პირადად ჩემთვის, ჩავი სიმონსი კვარაზე ბევრად ძლიერი ფეხბურთელია. მსოფლიოში ამჟამად 5 ფეხბურთელია, ვინც სიმონსზე მაღლა დგას.

შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსმა გასული სეზონი გერმანულ “ლაიფციგში” გაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Comment