ნაპოლის ბოსის გადაწყვეტილება ცნობილია – კვარაცხელიასთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა

ნაპოლის ბოსის გადაწყვეტილება ცნობილია – კვარაცხელიასთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაუხანგრძლივებს და ანაზღაურებას გაუზრდის.

როგორც ცნობილია, ნაპოლი კვარაცხელიას 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხვიჩას აგენტს კი 6 მილიონი ევროს მიღება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 1 მილიონი ევროა, ნაპოლიში ყველაფერს იმედიანად უყურებენ და სჯერათ რომ კვარაცხელია მაინც დარჩება იტალიურ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხვიჩას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა წლიურად.

Leave a Comment