ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელია და მისი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი “სპორტი იმედზე” გადაცემას სტუმრობდნენ.
მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტრანსფერებზე არ ფიქრობს.
“ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს. ჩემი, როგორც მენეჯერის რანგში, პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ ტრანსფერზე. ჩემი მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებისკენაა მიმართული. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი რა თქმა უნდა, რაც წინ წავალთ უკეთესია. დანარჩენსა და სამომავლო ტრანსფერებს, დრო დაგვანახებს” – ამბობს მამუკა ჯუღელი.
Post Views: 2,598