იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაუხანგრძლივებს და ანაზღაურებას გაუზრდის.
როგორც ცნობილია, ნაპოლი კვარაცხელიას 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხვიჩას აგენტს კი 6 მილიონი ევროს მიღება სურს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა 1 მილიონი ევროა, ნაპოლიში ყველაფერს იმედიანად უყურებენ და სჯერათ რომ კვარაცხელია მაინც დარჩება იტალიურ კლუბში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხვიჩას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა წლიურად.
Post Views: 2,967