ოფიციალური ნაპოლი მამუკა ჯუღელის და ბადრი კვარაცხელიას განცხადებებს ეხმაურება, რომელთაც “სპორტი იმედზე” გადაცემაში ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას მამას სურვილია კვარამ ნაპოლი დატოვოს, ხოლო მამუკა ჯუღელმა კი განაცხადა რომ კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა თამაშობდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
აღნიშნულს ოფიციალური ნაპოლი ასე ეხმაურება.
“კვარაცხელიას მამის და მამუკა ჯუღელის განცხადებებთან დაკავშირებით, ნაპოლი ხაზგმასმით იმეორებს რომ ფეხბურთელს კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი აქვს. კვარაცხელია არ იყიდება, ნაპოლისთან ხელშეკრულების მქონე ფეხბურთელის მომავალს მამები და აგენტები არ წყვეტენ, ამას კლუბი წყვეტს ! ისტორისს დასასრული” – წერია განცხადებაში.
Post Views: 508