ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “პსჟ” კვლავ გააქტიურდა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი შეთავაზება გაუკეთა.
ბოლო ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზადაა კვარაცხელიას წელიწადში 9 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით, კონტრაქტი კი 2029 წლამდე გაუფორმოს.
თავად ნაპოლიმ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელია არ იყიდება და ყველანაირი შემოთავაზება დაიბლოკება.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას “პსჟ”-ს მიმართ სიმპათიები აქვს და პარიზულ გუნდში სურს გადასვლა, დე ლაურენტისი ქართველ ვარსკვლავს არ ყიდის.
Post Views: 2,021