ხვიჩა კვარაცხელია ისტორიულ ღამეს იხსენებს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით.
“პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა ვინმეს ვენახე.
მარტო ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა შენ უნდა დაასრულო.”
Post Views: 17,528