საქართველო არ შერცხვენილა – თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ – ფილოლოგი გია მურღულია საქართველო-თურქეთის მატჩს სოციალურ ქსელში აფასებს:
- ქართველებმა იბრძოლეს გონიერი ღირსებით;
- ვიღაც ძალიან გავლენიანმა დაგვწყევლა – ორი უბრწყინვალესი – პირდაპირ საარაკო – დაგვირტყეს და ჩვენი საგოლე ეპიზოდებისას თურქების კარს ჯადო წაეცხო;
- მესამე ბურთი ვაჩუქეთ – არ იყო საჭირო მეკარის წინ წასვლა;
- თურქეთმა თამაშის ხარისხით ვერ გვაჯო ბა;
- ჩვენს ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის საქართველოს წინაშე;
- კვარაცხელიასგან მეტს ველოდით, მაგრამ ის კიდევ იტყვის თავის სათქმელს;
- სანიოლს, ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე არაფრით არ უნდა გაეყვანა – ის ჩვენი ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეა;
- დაცვას მეტი მოეთხოვება;
- ჩვენი შეტევა ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათოა.
დაბოლოს:
საქართველო არ შერცხვენილა – თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ.
ჩვენი სადებიუტო მატჩი უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის – “სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი!”
წინ, ბიჭებო!
თავაწეულებმა იარეთ.
საქართველო თქვენ გვერდით არის.
Post Views: 467