ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის მატჩს ეხმაურება.
თურქრთთან თამაშის შეჯამება :
- თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრ ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამამში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს. - შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ქონდა, მაგრამ არა – საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლლდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღვანებს როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთს ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და “ერთა ლიგის” თამმაშებში, მერე ლუქსემბირგთან და საბერძნეთთანნაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნჯვ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. “ჰამბურგის” მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა. - ზოგადად თამაშს რაც შეეხება,
თამაშის მერე მომოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში. - ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ – არა მხოლლდ, როგოროც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგროც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით ჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
- რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშვენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამხოსვრებთ, როგროც სიმპატიური გუნდი და მთელს ევროპაში გულშმატკკვრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის “დინამოს” ყავდა გულშემტაკივრები და თაყვანისსმცემლები მთელს საბჭოოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა.
🙂
Post Views: 6,670