იტალიური გამოცემა CalcioNapoli24.it Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ახალ ცნობებს ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნაპოლიში ანტონიო კონტეს წარდგენა და პრეზენტაცია 26 ივნისს გაიმართება, სადაც გუნდის ახალი მწვრთნელი საჯაროდ გამოაცხადებს, რომ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია გუნდში რჩებიან.
Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, ანტონო კონტეს მტკიცე გადაწყვეტილებაა რომ გუნდის ლიდერები არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დაკარგოს გუნდმა.
ასევე ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას ანაზღაურება 1.2 მილიონიდან 5.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
Post Views: 8,589