გეტყვით რა აკლია კვარაცხელიას რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი კალცონა გუნდიდან წასვლის შემდეგ კვარაცხელიაზე პირველად საუბრობს

გეტყვით რა აკლია კვარაცხელიას რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს – ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი კალცონა გუნდიდან წასვლის შემდეგ კვარაცხელიაზე პირველად საუბრობს

ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა და სლოვაკეთის ნაკრების დამრიგებელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა რომ კვარას მოსამატებელი აქვს.

“გეტყვით რა აკლია კვარაცხელიას იმისთვის, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა რომ ძლიერ ფეხბურთელებს დაცვაშიც აქტიური როლი აქვთ. კვარაცხელია კი დაცვაში იშვიათად ეხმარება ფეხბურთელებს. ასევე უკეთესად უნდა დაარტყას და ნახევარდაცვაშიც მეტად პროდუქტიული იყოს. ამ სამ რამეს როგორც კი გააუმჯობესებს, დარწმუნებული ვარ ოქროს ბურთსაც მოიგებს” – ამბობს კალცონა.

Leave a Comment