“ფულზე ფიქრის ნაცვლად ურჩევნია ევროზე უკეთ ითამაშოს” – იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას აკრიტიკებს

“ფულზე ფიქრის ნაცვლად ურჩევნია ევროზე უკეთ ითამაშოს” – იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას აკრიტიკებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი რიკარდო ტრევიზანი ხვიჩა კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს აკრიტიკებს.

“კვარაცხელიას და დი ლორენცოს აგენტებისგან ყველაფერი გავიგონეთ, თუმცა მათმა კლიენტებმა ევროზე ცუდად ითამაშეს. ფულზე ფიქრის ნაცვლად ურჩევნიათ ევროზე კარგად ითამაშონ” – ამბობს ტრევიზანი Cronache di Spogliatoio-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დი ლორენცოს და კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება სურთ, თუმცა კლუბი მათ გაყიდვას არ აპირებს.

Leave a Comment