“გეტყვით რატომ თქვა ჯუღელმა რომ კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება სურს” – იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

“გეტყვით რატომ თქვა ჯუღელმა რომ კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება სურს” – იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ იმ მომენტის შესახებ ისაუბრა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ხვიჩას ნაპოლის დატოვება სურს.

ჟურნალისტის აზრით, კვარაცხელიას აგენტმა ეს იმიტომ თქვა რომ ხვიჩას ანაზღაურება გაუზარდონ.

“ხვიჩა ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენს კი 11 მილიონ ევროს უხდიან. ჯუღელის ეს განცხადება კვარას ნაპოლიდან წასვლის შესახებ პირადად მე ასე გავიგე : “ჩვენ ნაპოლიში დარჩენა არ გვსურს, რადგან შესაბამის ანაზღაურებას არ გვაძლევენ” – ამბობს ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში.

Leave a Comment