ჟოზე მიურინიოს თავის გუნდში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სურს – თურქული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

ჟოზე მიურინიოს თავის გუნდში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სურს – თურქული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი თურქული გამოცემა Sabah ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა თურქულ კლუბში მოხვდეს.

ჟოზე მოურინიო, რომელიც “ფემერბახჩეს” მწვრთნელი გახდა, აქტიურად აკვირდება ევროპის ჩემპიონატს და გიორგი მიქაუტაძის თამაშით აღფრთოვანებულია.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოურინიოს თავის ახალ კლუბში სწორედ მიქაუტაძის მოყვანა სურს.

აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

Leave a Comment