“ხვიჩა კვარაცხელია, ერთი ბიჭია ამის მიზეზიც და შემოქმედიც!!! ეს არ დაგავიწყდეთ ამ უკიდეგანო ფეხბურთ-პროფესორობაში!” – რას წერს თინა ხიდაშელი

“ხვიჩა კვარაცხელია, ერთი ბიჭია ამის მიზეზიც და შემოქმედიც!!! ეს არ დაგავიწყდეთ ამ უკიდეგანო ფეხბურთ-პროფესორობაში!” – რას წერს თინა ხიდაშელი

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაზე პოსტს აქვეყნებს.

“ფეხბურთის ყურება ხომ დაიწყო მთელმა ქვეყანამ. ყველა ხომ ფეხბურთით ცხოვრობთ დღეს! 26 მარტს რომ სიხარული იყო ქვეყანაში ხომ ყველა შევთანხმდით რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღარ გვქონია! ხოდა ეს ყველაფერი, ეს ემოცია, ეს იმედი, ეს ბედნიერება, ეს გამარჯვებით ტკბობა იცოდეთ რომ თავიდან ბოლომდე იმ ერთი ბიჭის დამსახურებაა! კვარამ გააცოცხლა, სული შთაბერა ქართულ ფეხბურთს და 26 მარტის ბედნიერებას! ხვიჩა კვარაცხელია, ერთი ბიჭია ამის მიზეზიც და შემოქმედიც!!!ეს არ დაგავიწყდეთ ამ უკიდეგანო ფეხბურთ-პროფესორობაში!- წერს თინა ხიდაშელი.

Leave a Comment