“ჩემი მაქსიმუმი ჯერ არ მიჩვენებია, რონალდუსთან თამაში ?” – ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩამდე განცხადებას აკეთებს

“ჩემი მაქსიმუმი ჯერ არ მიჩვენებია, რონალდუსთან თამაში ?” – ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩამდე განცხადებას აკეთებს

პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. დღესვე, პრესკონფერენციაზე 26 ივნისის მატჩზე ისაუბრა ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.

„კრიშტიანოსთან თამაშის წინ ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, რომ მის წინააღმდეგ მეთამაშა. ახლა, როცა ის ასაკშია, ევროპაშიც აღარ თამაშობს, ისე დაემთხვა, რომ ჩვენს ჯგუფში მოხვდა. მოტივირებული ვარ და იმის თქმა შემიძლია, რომ ოცნებები ხდება. იმედი მაქვს, რომ თამაშიც ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და კრიშტიანოს მაისურიც ჩემკენ წამოვა“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

“ნაკრებს სადაც დასჭირდება და როგორც ვილი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. მართალია ვინგერად თამაშს ვარ მიჩვეული და უფრო სხვა დატვირთვით მიწევს თამაში. მაგრამ გუნდს სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. დიდად ჩემთვის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, გულშემატკივარი ჩემგან მეტს უნდა ელოდოს, რადგან ჩემი მაქსიმუმი ჯერ არ მიჩვენებია. იმედი მაქვს, ეს პორტუგალიასთან იქნება.” – ამბობს კვარაცხელია.

Leave a Comment