“მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ… კვარაცხელია ? მასზე ვიტყვი რომ” – ესპანეთის ნაკრების მცველის კომენტარი ქართველ ფეხბურთელებზე

“მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ… კვარაცხელია ? მასზე ვიტყვი რომ” – ესპანეთის ნაკრების მცველის კომენტარი ქართველ ფეხბურთელებზე

ესპანეთის ნაკრების მცველმა ნაჩო ერნანდესმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი შეაქო.

“გიორგი მამარდაშვილი მაგარი მეკარეა. ლა ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს. უნდა ვეცადოთ რომ ბევრი გოლი გავუტანოთ მას და წარმატებული დღე არ გამოუვიდეს.

კვარაცხელიას ორჯერ ვეთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე და მასზე ვიტყვი რომ სხვა დონეზეა. ერთი-ერთზე თამაშისას ძალიან სახიფათოა. კვარა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს” – ამბობს მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი და ესპანეთის ნაკრების მცველი.

Leave a Comment