იატლიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ჯგუფერი ეტაპის გადალახვის შემდეგ მე და ხვიჩამ ერთმანეთს კომპლიმენტები მივუძღვენით.
ჩემს ზოგიერთ ყოფილ ფეხბურთელთან დღემდე ურთიერთობა მაქვს და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია.
კვარამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ნებისმიერს შეუძლია აჯობოს და გაუმკლავდეს. ტოპ დონის ფეხბურთელია და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეუძლია” – ამბობს სპალეტი.
Post Views: 2,039