იტალიური გამოცემა TuttoSport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გერმანიაში ყიფნისას ნაპოლის წარმომადგენლებმა ახალი შეთავაზება გაუკეთეს.
საუბარია 5.5 მილიონ ევროზე, რასაც დაემატება ბონუსებიც და კვარაცხელია ნაპოლიში დარჩენის შემთხვევაში ანაზღაურების სახით დაახლოებით 7 მილიონ ევროს მიიღებს.
ამით კი ნაპოლი და დე ლაურენტისი დათმობაზე მიდიან და ხვიჩას იმ მაქსიმალურ ანაზღაურებას სთავაზობენ, რისი გადახდაც ამ ეტაპზე გუნდს შეუძლია.
თავის მხრივ “პსჟ” კვარაცხელიას 9 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით და დამატებით ბონუსებით 2 მილიონ ევროსაც. (ჯამში 11 მილიონი ევრო)
Post Views: 13,883