საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ რამდენიმე წლის წინ გადაცემაში “სთორი” საკუთარი მეუღლის შესახებ ისაუბრა.
– ჩემი მეუღლე მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ძალიან პატარები – 18-19 წლისები ვიყავი. შეგვიყვარდა ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად ვართ. ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, თამთა ფეხბურთში ძალიან ჩართული არ არის და ეს მომწონს იმიტომ, სახლში რომ მივდივარ, მასთან ერთად ფეხბურთზე არ უნდა ვილაპარაკო და ავუხსნა, რატომ წავაგეთ ან მოვიგეთ. რა თქმა უნდა, თამაშებს უყურებს ხოლმე. ხანდახან სტადიონზეც ვერ მოდის, ბავშვთან ერთადაა. ფეხბურთს ძალიან დიდ ყურადღებას არ აქცევს და ვაფასებ ამ თვისებას. როდესაც ძალიან განვიცდი, მესაუბრება. მეკითხება: “გჭირდები, თუ შევიდე ოთახში?” ისეთი გაბრაზებული ვარ ხოლმე ხანდახან, ღვინის ჭიქასაც მომაწვდის, ცოტა მოეშვიო. იცის, როგორ უნდა დამეხმაროს. 13-14 წელია, ერთად ვართ და ძალიან კარგად მიცნობს.
როდესაც პირველად შევხვდი, ჯერ სილამაზემ მომხიბლა. ძალიან ლამაზი იყო. შემდეგ ისე მოგვეწონა ერთმანეთი, ისე გამიგო, რომ გავგიჟდი პირდაპირ. ერთ წელიწადში ვუთხრა, შენ ხარ “ის გოგო”-თქო. მერე ჰოლანდიაში წავედი და ჩემთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად. ხშირად გვიწევს ცალ-ცალკე ყოფნა და ძალიან მიჭირს. თამთა სულ მჭირდება, რომ გვერდში მყავდეს. ყოველდღე ვცხოვრობთ და ყოველდღე ვცდილობთ, რომ კარგ ხასიათზე ვიყოთ, ბედნიერები ვიყოთ და ერთმანეთს ვასიამოვნოთ. ერთად გავიზარდეთ, ერთად ჩამოვყალიბდით, რაღაც ფასეულობები შევიძინეთ, რაც დაემთხვა, რომ ერთნაირად მოგვწონს. მაძლევს თავისუფლებას, დროებში არ მზღუდავს, არ მამოწმებს…
ნახეთ ფოტოები.