ცნობილია დარჩება თუ არა კვარაცხელია ნაპოლიში – გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია დარჩება თუ არა კვარაცხელია ნაპოლიში – გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს

გავლენიანი და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

დი მარციოს ინფორმაციით, კვარაცხელია მომდევნო სეზონშიც ნაპოლის რიგებში იასპარეზებს.

“მხარეებს შორის კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, ახალი კონტრაქტი გაფორმდება თუ არა, კვარაცხელია ამ სეზონში კვლავ ნაპოლიში იასპარეზებს.

კლუბმა როგორც განაცხადა, კვარაცხელია არ იყიდება და ანტონიო კონტე ახალ ნაპოლიში მას მთავარ ფიგურად მიიჩნევს” – ამბობს დი მარციო.

Leave a Comment