ნაპოლი მარცხენა მცველის პოზიციაზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
გუნდმა იტალიის ნაკრების მცველი, ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა.
სპინაცოლა რამდენიმე დღეში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ოფიციალურად გახდება ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელი.
31 წლის ფეხბურთელი წინა ევროპის ჩემპიონატზე, იტალიის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
სპინაცოლა მარცხენა მცველის პოზიციაში თამაშობს და კვარაცხელიას საქმეს გაუადვილებს.
Post Views: 17,411