ქართველი ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი “დღის პოსტს” სტუმრობდა, სადაც ირანში ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„ირანში ყველაზე მეტად ჰიჯაბის ტარება გამიჭირდა რადგან ცხელა. განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის. ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გიორგის მიმართ. იმდენად ცნობადი სახეა, იმდენად უყვართ, რომ „ქართველ მეფეს“ ეძახიან.
სადაც არ უნდა წავიდეთ ქუჩაში სავახშმოდ ან სადმე სხვაგან, ყველა მოდის, იღებენ გიორგისთან ფოტოებს, ეუბნებიან, რომ ჩვენი ქართველი მეფე ხარო“ – ამბობს ლინდა კიკოლაშვილი „დღის პოსტის“ ეთერში.
ნახეთ ვიდეო.
Post Views: 2,387