ნაპოლი და ხვიჩა კვლავ ვერ თანხმდებიან – ცნობილია რას ითხოვს კვარაცხელიას აგენტი

ნაპოლი და ხვიჩა კვლავ ვერ თანხმდებიან – ცნობილია რას ითხოვს კვარაცხელიას აგენტი

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლები და ნაპოლის ხელმძღვანელობა კლვავ ვერ თანხმდება.

როგორც ცნობილია, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ხელშეკრულებაში კონტრაქტის გაწყვეტის პუნქტის და გამოსასყიდი თანხის დაფიქსირების ჩამატებას ითხოვს.

თავის მხრივ ნაპოლის ეს არ აწყობს და თავისი პირობებით სურს ხელშეკრულების შედგენა.

ნაპოლი ხვიჩას ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევრომდე გაზრდას პირდება, რასაც ასევე ბონუსებიც დაემატება.

Leave a Comment